|
2022-06-16 13:45:40, 966 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, ევროკავშირის და მიგრაციის ორგანიზაციის მხარდაჭერით, 4 საპატრულო კატარღა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა. კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გჰერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა. კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)