2022-06-16 09:14:42, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს
გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს (MLRS) გადასცემს
გადაწყვეტილება 15 ივნისს, ბრიუსელში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.
"გერმანია უკრაინას M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის 3 სისტემას გადასცემს, საკუთარი GMLR-ის ტიპის რაკეტებით, რომელთა სროლაც 70 კმ - ის რადიუსზეა შესაძლებელი,"- აცხადებენ გერმანიის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას M142-ის ტიპის მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემების (HIMAღშ) გადასცემს.
ასეთი ტიპის შეიარაღებას უკრაინა დონბასის რეგიონში სიტუაციის გამწვავების ფონზე ითხოვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,