13:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 15:09:46, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - მოვუწოდებ პარტნიორებს, ომში მყოფი ქვეყნისთვის მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი დააჩქარონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ომში მყოფი ქვეყნისთვის მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი უნდა დააჩქაროს.

მინისტრის თქმით, უკრაინამ რუსეთთან ომში დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია.

"უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია და ყველა პროგნოზის მიუხედავად, მოიგო მნიშვნელოვანი ბრძოლები კიევისთვის, ჩერნიგოვისთვის, სუმისა და ხარკოვისთვის. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია უკრაინას საკმარისი იარაღით. მოვუწოდებ პარტნიორებს, მიზნად უკრაინის გამარჯვება დაისახონ და დააჩქარონ მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი"-განაცხადა კულებამ.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. პოდოლიაკი წერს, რომ 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.
"პირდაპირი, რომ ვიყო - ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღის თანაფარდობა:
1000 ჰაუბიცის კალიბრი 155 მმ;300 MLRS; 500 ტანკი;
2000 ჯავშანმანქანა;1000 დრონი. 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ველოდებით გადაწყვეტილებას."- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics