|
2022-06-12 13:21:55, 1229 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება
რუსულმა ძალებმა გააგრძელეს ომის დაგეგმვა მომდევნო 120 დღით, 2022 წლის ოქტომბრამდე,- განაცხადა უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ. დაზვერვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რუსული ძალები ამ გეგმას დონბასში მათი წარმატებების მიხედვით შეცვლიან. „თუ პირველი გეგმა ჰქონდათ 10-14 დღე და უკრაინის სრული ოკუპაცია, მერე ამ გეგმების შეცვლა დაიწყო, შესწორებები გაკეთდა. ფაქტობრივად, ყოველ 30 დღეში ისინი ავითარებენ ახალ გეგმებს. შესაბამისად, ცალსახად გვაქვს დადასტურებული მონაცემები, რომ მათ შემდეგი გეგმა აქვთ 120 დღის განმავლობაში“, — განაცხადა მან. სკიბიცკი ასევე ამბობს, რომ რუსულ ძალებს რეზერვში ჰყავთ დამატებით 40 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, მას შემდეგ რაც 103 უკვე განათავსეს უკრაინაში. უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთისგან შეტევითი და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვენ, განსაკუთრებით რუსეთის არტილერიის უპირატესობასთან საბრძოლველად. უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელმა დმიტრო კრასილნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები განიცდიან შორ მანძილზე საარტილერიო სისტემების დეფიციტს, ხოლო რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინული ქვეითების დაძლევას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)