11:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 15:14:47, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონსა და ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო

უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 11 ივნისს დაიწყეს რუსული პასპორტების გაცემა. ამის შესახებ კრემლის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციების „ახალმა“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს.

ვლადიმერ როგოვმა - ზაპოროჟიის რეგიონის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა", როგორც მას რუსული სახელმწიფო მედია უწოდებს - განაცხადა, რომ 70 000-ზე მეტმა მცხოვრებმა შეიტანა განაცხადი რუსული პასპორტისთვის. ომამდე უკრაინის ამ რეგიონში 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ხერსონში, რია ნოვოსტის ცნობით, ახალი პასპორტებისთვის 23 მცხოვრები მოვიდა. მათ შორისაა რეგიონის საოკუპაციო „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდო, რომელიც მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა.

უკრაინის მთავრობა პასპორტების გაცემას რუსული პროპაგანდის ელემენტად მიიჩნევს, რაც „შესაძლებელს გახდის ამ პასპორტების გავრცელებით, რამდენიმე ათეული თანამშრომლის მცირე სატელევიზიო შოუს მოწყობას, კრიმინალური გარეგნობის მქონე მთავარ როლში“.

შეერთებულ შტატებში პუტინის გადაწყვეტილება ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შეფასდა, როგორც უკრაინის ხალხის დამორჩილების მცდელობა: „ჩვენ ვნახეთ, როგორ იძულებით გაიყვანეს რუსეთის ძალებმა ხალხი ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაჰყავდათ რუსული ჯარები უკრაინელები ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ ვნახეთ რუსული ჯარების მცდელობები, დაემორჩილებინათ უკრაინელი ხალხი ამ ტერიტორიებზე სხვა გზებით“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები გადადიან რუსულ სატელეფონო კოდზე და ორვალუტიან ანგარიშსწორების სისტემაზე - უკრაინულ გრივნასთან ერთად, იქ რუსული რუბლითაც იქნება შესაძლებელი გადახდა.

8 ივნისს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხერსონსა და უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტის შემდეგ გამოაცხადეს მზადება რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics