03:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 10:45:56, 1160 ნახვა

საზოგადოება
რუსთავის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომობილები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნას, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდულძრავიანი 10 ავტომობილი გადასცა.

უწყების ცნობით, სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა, მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. ვაჟა სირაძე ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ ახალი ავტომანქანები არის ეკონომიური, რაც შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, კერძოდ, საწვავისა და სერვისის ხარჯს. ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ, ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი რუსთავშიც სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა“,- აღნიშნულია შსს-ს ინაფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics