20:44 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 15:05:31, 1016 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილა

ანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს.

უწყების ცნობით, სამუშაო ფორმატში განხილული იყო მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და ამ პრობლემასთან გამკლავების გზები. მოწვეულმა ექსპერტებმა მოწვეულ სტუმრებს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.

„მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს მონაცემების თანახმად (EU OSHA) ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას უთმობს. შესაბამისად, სამუშაო ადგილების 60%-თვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა, როგორც საჯარო, ისე კერძო ბიზნესში - ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც მჯდომარე სამუშაოები დომინირებს. ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება.

სემინარი EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელიც „დატვირთვის შემსუბუქებას“ შეეხება და ხაზს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს უსვამს.

შეხვედრას დარგობრივი ასოციაციის, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics