04:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:20:29, 980 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი აქტივების მართვამ“ პირველი საინვესტიციო ფონდის ტრანზაქცია დახურა

„თიბისი“ ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა - „თიბისი - აქტივების მართვა“ აქტივების მართვის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს - დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

მაისში ფონდის პირველი, 5 აშშ მილიონ დოლარიანი ტრანზაქცია დაიხურა. თანხის მოზიდვა 17 ინვესტორისგან მოხდა, საიდანაც 88% ფიზიკური პირია, 70% კი - უცხოელი ინვესტორი. პირველი ტრანზაქციის დახურვის პარალელურად, ფონდი გეგმავს, პერიოდულად თანხის მოზიდვის შემდგომი რაუნდები გამოაცხადოს, რაც სამომავლოდ ფონდის ზომის ზრდას განაპირობებს.

„თიბისის“ ინფორმაციით, „დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელი“ ინტერვალური ტიპის ფონდია, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს შემოსავალი დივერსიფიცირებულ რისკზე მიიღონ. აღნიშნულ მიზანს ფონდი ინვესტორებისგან მოზიდულ სახსრების საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სასესხო პორტფელში დაბანდებით აღწევს. აუცილებელი პირობაა, რომ ფონდის პორტფელის მინიმუმ 80% სხვადასხვა სექტორის უზრუნველყოფილი, კორპორატიული სესხებისგან, დარჩენილი ნაწილი კი ლიკვიდური აქტივებით შედგებოდეს.

საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართულ ბაზარზე შედარებითი სიახლეა, თუმცა ინვესტორებისთვის დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელში ინვესტირება 2 მიზეზით გახდა მიმზიდველი: ფონდისგან პოტენციურად მისაღები შემოსავალი ქართული კომერციული ბანკების შემოთავაზებულ სადეპოზიტო სარგებელს აჭარბებს, ასევე უზრუნველყოფილ სასესხო პორტფელში მონაწილეობა შედარებით ნაკლებრისკიანია, რადგან რისკი დივერსიფიცირებულია, როგორც სექტორებს, ასევე კომპანიებს შორის. დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის გარდა, აქტივების მართვის კომპანია მომავალში დამატებით სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

„მსოფლიოს მსგავსად, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოშიც აქტიური ტემპით ვითარდება. ასევე, საინვესტიციო პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. ბაზრის ამ დინამიკამ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის გამოქვეყნებამ, შესაძლებლობა მოგვცა, ფინანსური ბაზრისთვის ახალი პროდუქტი „თიბისი აქტივების მართვის“ კომპანიითა და მისი პირველი ფონდით - „დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელით“ შეგვეთავაზებინა. საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართული ბაზრისთვის სიახლეა, თუმცა ახალი ფონდით, დროის მოკლე პერიოდში, ინვესტორები დავაინტერესეთ, რაც „თიბისი“ ჯგუფის მიმართ მაღალ ნდობას ადასტურებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics