|
2015-02-05 10:53:43, 2162 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა
"ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, რეგიონში ყველაზე უფრო სტაბილური ვალუტა ლარია. "ამ კვირის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ მოუწია ჩარევა, ამის საჭიროება არ იყო, რადგან კურსის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა. ჩვენ გავაანალიზეთ ერთი წლის განმავლობაში კურსის ცვალებადობა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სტაბილური მცურავი კურსის მქონე ვალუტა არის ლარი. მე სპეციალურად გამოვყავი მცურავი კურსი, ვინაიდან რეგიონში არის აზერბაიჯანი, რომელსაც პრაქტიკულად მიბმული კურსი აქვს, მისი კურსი მუდმივად იცვლება, ეს დაფიქსირებულია", - განაცხადა ხადურმა. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები უკვე დაზუსტდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)