|
2022-06-06 15:52:08, 1018 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, 2022 წლის აპრილი-მაისის მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 111%, რეისების რაოდენობის კი 115 % აღდგა. „ძალიან გვახარებს, რომ 2022 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკით დაიწყო. მგზავრთნაკადის კუთხით მზარდი ტენდენცია პირველი ოთხი თვის მანძილზე შეიმჩნეოდა. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემები კი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თამამად განვაცხადოთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პანდემიური პერიოდი სრულად დაძლია და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გაუსწრო, როგორც მგზავრთნაკადის ისე რეისების კუთხით. მოლოდინები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიდევ უფრო დადებით გვაქვს. ველოდებით გაზრდილ სიხშირეებს და ახალ მიმართულებებს. რაც შესაბამისად, აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს თამარ არჩუაძე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2022 წლის მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 72,104 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის მაისი 64,745 მგზავრი). უწყების განცხადებით, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მაისში, აეროპორტში რეისების 115% აღდგა და 241 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის მაისი - 210 რეისი).
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)