07:20 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 13:59:26, 1307 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასში უმართავი საბრძოლო მასალის გამოყენებას მოქალაქეები ემსხვერპლნენ

უკრაინის დონბასის რეგიონში რუსული საჰაერო თავდასხმების სიხშირე როგორც მართვადი, ასევე უმართავი საბრძოლო მასალის გამოყენებით, კვლავ მაღალია. - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.

მათივე თქმით, რუსეთის ასეთ ქმედებებს მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

"დონბასში უმართავი საბრძოლო მასალის მზარდ გამოყენებას დასახლებული ტერიტორიის განადგურება და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics