05:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 10:29:05, 2003 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შრის დედა და შვილი

ლუგანსკის ოლქში 3 ივნისს, დღის განმავლობაში, დამპყრობლების მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის დედა და შვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი გაიდაიმ ავრცელებს.

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში არიან დაჭრილები. მისი თქმით, დამპყრობლებს აქვთ დანაკარგი, თუმცა ამის მიუხედავად აგრძელებენ ქალაქის შტურმს.

„ქალაქ გორსკოეში 3 ივნისს რუსული არმიის დაბომბვის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა. კიდევ ერთმა ადამიანმა სიცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო ქალაქ ზოლოტეში, ასევე  გორსკოეში 3 დღის წინ ცნობილი გახდა კიდევ ეთი მოკლულის შესახებ“, - განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაი აღნიშნავს, რომ დღის განმავლობაში მინიმუმ ექვსი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში, რვა სახლი გორსკში, შვიდი ნოვოივანოვკაში, ექვსი ვრუბოვკაში და ასევე განადგურდა საცხოვრებელი მარაგი მეტელკინოში.

„კიდევ ერთხელ სცადეს დასახლებს შორის კავშირის გაწყვეტა, დაბობმეს ხიდი. გუშინ ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა ბინას. საბედნიეროდ იქ მყოფი მამა-შვილი არ დაშავებულა. ჩვენმა სამხედროებმა ისინი სევეროდონეცკის გარეთ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს,“ - წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics