|
2022-06-02 18:08:25, 1654 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰაბეკი - პუტინი კვლავ იღებს ფულს, მაგრამ დრო ახლა რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს
გერმანიამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად,- ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. ჰაბეკის თქმით, დასავლეთის სანქციები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ კვლავ მძიმე ზარალს აყენებს „რუსეთის სამხედრო მანქანას“,ამასთან „რუსეთის ეკონომიკა იშლება”, რაშიც გერმანიამ თავისი როლი ითამაშა. მარტში რუსეთში ექსპორტის 60%-ით შემცირებით. „პუტინი კვლავ იღებს ფულს, მაგრამ დრო არ მუშაობს რუსეთისთვის, ის მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰაბეკმა. გარდ ამისა, სანქციებში მონაწილე მოკავშირე ქვეყნების ექსპორტი წინა თვეებთან შედარებით 53%-ით შემცირდა, ხოლო ნეიტრალურ ან პრორუსულ სახელმწიფოებს შორის ვარდნა 45%-ით იყო. სანქციების შედეგად მოსკოვმა დაკარგა წვდომა იმ ნაწილებზე, რომლებიც გადამწყვეტი იყო მისი ბრძოლის უნარისთვის. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)