|
2022-06-02 15:57:03, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, როგორც გენოციდს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ . როგორც ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერმა მარკ დეილიმ განაცხადა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. "რუსეთის ფედერაციის უკანონო შეჭრა უკრაინაში არის გენოციდი. ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინაში გენოციდის შესახებ. რუსი სამხედროების ქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს, რომლებიც დადგენილ იქნა გაეროს გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციით", - განაცხადა დალიმ. სენატმა ასევე მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს შეინარჩუნონ და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)