|
2022-06-02 10:27:41, 1478 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იგივე თავისუფლების დათმობაა
რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იგივე „თავისუფლების დათმობა“ იქნება, ეს არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას,- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკამ გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი ახლა კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება. „უკრაინელები ნორმალურად ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ დათმოთ თქვენი ტერიტორიის ნაწილები, ეს თავისუფლების დათმობას ჰგავს“, - განაცხადა ზელენსკამ. გარდა ამისა, ზელენსკამ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთვევაში თუ უკრაინა ტერიტორიებს დათმობს , აგრესორი ამაზე არ გაჩერდება. „მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, აგრესორი ამაზე არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმების განხორციელებას ჩვენს ტერიტორიებზე“, - დასძინა ზელენსკამ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)