04:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 13:37:31, 1539 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ისინი კვლავ გეგმავენ უკრაინის იარაღით მიწოდებას რუს დამპყრობლებთან საბრძოლველად. ამის შესახებ Deutsche Welle წერს .

როგორც შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. გარდა ამისა, კიევი ბერლინიდან მიიღებს სათვალთვალო რადარს, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მტრის ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები და სარაკეტო არტილერია.

გერმანიამ უკრაინაში უკვე გააგზავნილი აქვს 15 ტონა საბრძოლო მასალა; 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics