21:35 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 18:08:03, 1127 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო ღონისძიებების კვირეული იწყება, რომელიც პირველ ივნისს გაიხსნება და 6 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცლეებს.

მათივე თქმით, პირველ  ივნისს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქში არსებულ სამ დიდ პარკში:  ვასო გოძიაშვილის პარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი (ე.წ. კიკვიძის პარკი).  

ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო სტუდიების კონცერტი, მთელი დღის განმავლობაში კი, ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში, ბავშვებს სხვადასხვა სახის ტკბილეული უფასოდ გადაეცემათ, მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

კვირეულის ფარგლებში, 1-6 ივნისს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის  მოზარდ-მაყურებელთა  თეატრში გაიხსნება  გოგი  თოდაძის სახელობის  საბავშვო  და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, ქართველი და უცხოური საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური დასების მონაწილეობით.

4 ივნისს თბილისის ცირკში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. ფესტივალის მიზანია, საბავშვო სფეროში არსებული სხვადასხვა კომპანიის ცნობადობა გაზარდოს.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics