07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 13:47:18, 1156 ნახვა

საზოგადოება
ისევ #თიკოსთვის - მძიმე სენზე გასამარჯვებლად გავერთიანდეთ - #ქველმოქმედება

#თიკოსთვის ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ერთი უდიდესი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ეს ლამაზი და სიცოცხლით სავსე გოგო ჩემი დაიკოა, 32 წლის თინათინი - თიკო ტურძილაძე. ის ასე აღარ გამოიყურება. ახლა მის და ჩვენ ცხოვრებაში დგას ძალიან რთული ეტაპი. თიკო მძიმე სენს ებრძვის, ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, რომელიც არის ავთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. უკვე მოცული აქვს სახის მარჯვენა ნახევარი, მათ შორის თვალი. რომლის დაკარგვის ძალიან დიდი საშიშროებაა. ვეღარ გრძნობს სახის მარჯვენა ნახევარს. 

თქვენ თუ ახლა ამ პოსტს კითხულობთ, მეგობარი ხართ, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი, გეტყვით, რომ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა. 

‼ერთადერთი და მყავს გადასარჩენი, რომელიც ჩემი სამყაროა, ჩემი სიცოცხლის მიზეზი და აზრია.  32 წლისაა, ულამაზესი და სიცოცხლითსავსე იყო ყოველთვის და ისევ ასეთი უნდა გახდეს. ამიტომ გემუდარებით ყველას, რომ დაგვეხმაროთ.

‼დიაგნოზი მძიმეა, პაპილარული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, მე-4 სტადია. 

საქართველოში არასწორად მკურნალობის შემდეგ ისე დამძიმდა, სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანა გახდა აუცილებელი. თურქმა ონკოლოგმა მის დიაგნოზზე ზუსტად მორგებული იმუნო და ქიმიოთერაპია დაუნიშნა. უკვე 4 კურსი ჩაუტარდა(4 დღიანი 24 საათიანი ურთულესი გადასხმა);  თქვენი დახმარებით მოვედით აქამდე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ყველას. მკურნალობა შედეგიანია ღვთის წყალობით და უნდა გაგრძელდეს, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება.

1 კურსის ღირებულება შეადგენს 7400$-ს(ნეულასტიმის ინექციის ჩათვლით). 
ოჯახში მე ვმუშაობ მხოლოდ და ანაზღაურებადი შვებულების ამოწურვის შემდეგ, უხელფასოში ვარ გასული. ბილეთებსაც არ ყოფნის ჩემი ხელფასი. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი, მაგრამ მეტი გზა არ მაქვს...

ისევ გთხოვთ ყველას გვერდში დგომას. 1 ლარიც გადამწყვეტია თიკოს გამოსაჯანმრთელებლად.  თქვენ ხართ ჩემი იმედი...

‼გაზიარებასაც გთხოვთ, არ დამზარდეთ, რაც მეტი კეთილი ადამიანი ნახავს, ძალიან დამეხმარებით...

თი ბი სი ბანკი

#GE42TB7960845064300035 

საქართველოს ბანკი

#GE21BG0000000527946697

ლიბერთი ბანკი

#GE61LB0711132559096000

პ.ნ.  04001013351

PayPal:  gvantsa_turdziladze@iliauni.edu.ge


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics