22:33 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-25 10:53:13, 878 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების (ე.წ. კრიპტო ვალუტა) ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და დახმარებით შეიმუშავა.

ღონისძიება, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, გამომძიებლებს, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოღება წარმატებით მოახდინონ.

პრეზენტაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ვირტუალური აქტივების სახელმძღვანელოში განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც დაეხმარება პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივები.

სახელმძღვანელოს შექმნის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდრე მუყასაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ვირტუალური აქტივების პოპულარიზაციასთან ერთად გაიზარდა მისი გამოყენების არეალი დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შეხება აქვთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ამოღებასთან“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics