10:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 13:56:30, 1012 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

,,საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. ,,საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას.

„დღეს ციფრული არხების განვითარება ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და საქმიანობის დისტანციურ არხებში წარმოება, ჩავერთეთ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის და ელ-კომერციის განვითარებას. გარდა ამისა, ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინოს მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე მათთვის არ იყო შესაძლებელი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილე მეწარმეებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მეტ კომპანიას მიეცეს წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე“, - განაცხადა ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ცნობისთვის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს ინიციატივას „100 ვებგვერდი მეწარმეებს“. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, კერძოდ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics