|
2022-05-23 12:51:21, 957 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა
გასულ კვირას, აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ფაქტობრივი მაჩვენებლები დიდწილად მოლოდინების შესაბამისია - რეალური ექსპორტის მცირედით უფრო მეტი კლების, თუმცა საინვესტიციო დანიშნულების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, რაც სენტიმენტების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. გრძელდება ტურიზმის აღდგენა. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ თიბისის მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა. გზავნილები კი, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.
აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა. ასევე გაუმჯობესდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები. გასულ კვირაში, საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც, წინა პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, ამ უკანასკნელის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. თავისთავად, ინფლაციის შემცირების კუთხით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა. ბუნებრივია, დღესდღეობით ინფლაცია დიდი გამოწვევაა და ლარის შემდგომი გამყარება ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ძლიერი დოლარის გათვალისწინებით, უფრო ნეიტრალური პროგნოზის ალბათობა შედარებით მეტია. ეს სცენარი, სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილი მიწოდების პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების გააქტიურებას გულისხმობს. თიბისის მთავარი ეკონომისტის 23 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)