|
2022-05-23 12:49:47, 1542 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძემ და კელი დეგნანმა კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელებული კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს. კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ოთხდღიანი ტრენინგი, რომელშიც პროკურორები, შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები მონაწილეობდნენ დასრულდა. ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოვენსი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით მომავალშიც გააგრძელებს.მისი თქმით, ტრენინგისთვის შერჩეული იყო საუკეთესო ექსპერტთა ჯგუფი და მათ თავისი პრაქტიკა და გამოცდილებ მონაწილეებს გაუზიარეს. ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით. გენერალურ პროკურატურაში ოთხდღიან ტრენინგს აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები - ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი უძღვებოდნენ. კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, კიბერდანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)