20:15 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 10:07:51, 1447 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვის პოლკი - სარდლობა აზოვსტალის ქარხანაში რჩება, გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს

სარდლობა აზოვსტალის ქარხანაში რჩება, გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) სახალხო მოადგილის ალექსეი გონჩარენკოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პალამარმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს და უკრაინას მხარდაჭერისთვის.

"მე და სარდლობა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ განლაგებული, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებს არ ვამხელ", - განაცხადა მან.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პალამარი თითქოს "ჩაბარდა" ტყვეობაში.

როგორც ცნობილია, 11 მაისს ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა ათასი მებრძოლი იყოს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ დაიჭრა.17 მაისს Reuters-მა, თვითმხილველებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ  სულ მცირე შვიდმა ავტობუსმა დატოვა აზოვსტალი . ჟურნალისტების ინფორმაციით, გამოყვანილი ჯარისკაცები არ დაშავებულან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics