18:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 11:47:23, 1445 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლამ რუსეთის მიერ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას ხელი შეუშალა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედროები 10 კვირის განმავლობაში მარიუპოლის აღებას ცდილობდნენ, უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლამ ოკუპანტებს ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებაში ხელი შეუშალა,- ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაზვერვის ცნობით, რუსეთის დანაწევრებული ქვედანაყოფები სამხედრო ოპერაციების შეფერხებას იწვევენ.

"უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლის დროს რუსეთმა დამატებითი ძალები გამოიყენა. მათ შორის ჩეჩნეთის ათასობით ჯარისკაცი. ისინი უმეტესად მარიუპოლისა და ლუგანსკის ოლქებში არიან გალაგებული.

 ქვედანაყოფები შედგება როგორც მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც, რამზან კადიროვის ერთგული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი განლაგებულ ჯგუფებს აკონტროლებს, მისი ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაურის როლს ასრულებდა.განსხვავებული ძალების განლაგება რუსეთის პრობლემებზე მიუთითებს. ამასთან ერთად, დანაწევრებული ქვედანაყოფები რუსეთის ოპერაციების შეფერხებას განაგრძობენ". - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics