18:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 10:50:49, 2454 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია გრძელდება, პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ

ჩვენი გმირების ევაკუაცია აზოვსტალიდან გრძელდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ საუბარია სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მზადდება ევროკავშირში, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესსა და აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაციაზე.

„ევაკუაციის მისია გრძელდება და მას ჩვენი სამხედრო და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. პროცესში ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები ჩაერთნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ მაკრონს ჰქონდა არსებითი საუბარი უკრაინის განაცხადის განხილვაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„მე ვაგრძელებ უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი საერთაშორისო აუდიტორიის შეკრებას, რათა ჩვენს სახელმწიფოს ყველა დონეზე ჰქონდეს მხარდაჭერა, ხოლო რუსეთს ყველა დონეზე ზეწოლა. საინფორმაციო, დიპლომატიური და ასევე კულტურული - ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის ფედერაცია დილით უკრაინაში შეიჭრა, რასაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. რის შემდეგაც დასავლეთის მთელმა რიგმა ქვეყნებმა, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესებითა და იარაღის მიწოდებით დახმარებოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics