|
2022-05-17 16:07:39, 2355 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკი უკრაინის პირველ პრეზიდენტს ლეონიდ კრავჩუკს დაემშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიიდან ფოტო გამოაქვეყნა. "ლეონიდ მაკაროვიჩი იყო ადამიანი, ვისთვისაც შემეძლო მიმემართა და მიმეღო ბრძნული რჩევა.. მარადიული ხსოვნა", - აღნიშნა ზელენსკიმ. ლეონიდ კრავჩუკის ცხედარი დღეს კიევში უკრაინის სახლში გადაასვენეს სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 88 წლის ასაკში უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა. 1990 წელს ხელმძღვანელობდა საბჭოთა უკრაინას, როგორც მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერში ის აირჩიეს დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პრეზიდენტად. კრავჩუკმა უკრაინის სახელით, ხელი მოაწერა ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ. 1994 წლის სექტემბერში ის აირჩიეს უკრაინის უმაღლეს რადაში. მოგვიანებით შეუერთდა საკონსტიტუციო ცენტრის დეპუტატთა ჯგუფს. 1998 წელს ხელახლა აირჩიეს უკრაინის უმაღლეს საბჭოში უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გაერთიანებული) პარტიული სიის ლიდერად. 1998 წლიდან არის SDPU(u) და SDPU(u) პოლიტბიუროს წევრი.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)