14:04 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 13:15:28, 1649 ნახვა

სამართალი
ბათუმში ქალი ცივი იარაღით დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქალი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. 

უწყების ცნობით,  მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. 

ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი დახმარება ჩაუტარდა. 

თვითმხილველები თქმით,  ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics