20:32 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 21:14:43, 436 ნახვა

საზოგადოება
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა განიხილეს

ანტიკორუფციულმა საბჭომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია, 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების მონიტორინგისა და შესახებ ახალი მეთოდოლოგია განიხილა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკონონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 13 სტრატეგიული პრიორიტეტის საფუძველზე, ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, წარიმართა განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ანტიკორუფციული საბჭოს 2015-2016 წლების სტრატეგიაა, კორუფციას  არა მარტო სისხლის სამართლებრივი დევნის გზით, არამედ სხვა მეთოდებითაც ებრძოლოს.

„ჩვენი მიზანია, რომ კორუფციას მხოლოდ სისხლის სამართლებრივი დევნით კი არა, სხვა მეთოდებითაც უნდა ვერბრძოლოთ. ადრე ეს,  ასე არ იყო და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი ადამიანის ციხეში ჩასმა იყო,  მაგრამ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ბრძოლის მეთოდები და სწორედ ამას ეხება ჩვენი 2015-2016 წლების სტრატეგია, სადაც  რამდენიმე ათეული სახელმწიფო უწყება, კერძო სექტორი და არასამთავრობო სექტორია ჩართული.  დღეს ანტიკორუფციული საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკის შემუშავებაზე და ჩვენ  ამ სფეროშიც ვემსგავსებით  თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (greco), გაერო-ს დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მომზადებული კვლევები.

ანტიკორუფციული საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს ახალ წევრებად დასახელდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგეულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, სსიპ „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics