08:15 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 10:32:01, 1769 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - მარიუპოლის გარნიზონმა საბრძოლო მისია დაასრულა, მეთაურებს მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლის გარნიზონმა საბრძოლო მისია დაასრულა, რის შემდეგაც  ქვედანაყოფების მეთაურებს მებრძოლების  სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ.

 შტაბის ცნობით, 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია ორშაბათს დაიწყო. ისინი  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 "მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა დაკისრებული საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა აზოვსტალში დისლოცირებულ ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ პერსონალის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინის დამცველების გადასარჩენად, რომლებიც ბლოკირებულნი არიან უკრაინაში, ქარხნის ტერიტორიაზე“,- აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალარი.

 მისი თქმით, კიდევ 211 დამცველი ევაკუირებული იქნა ჰუმანიტარული დერეფნის გავლით იელენოვკაში, შემდგომში ისინი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

 მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადარჩენის ღონისძიებები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  უკრაინელი სამხედრიების დაახლოებით 10-მა ავტობუსმა, აზოვსტალის ქარხანა დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics