12:44 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-17 02:28:24, 1289 ნახვა

საზოგადოება
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება 17 მაისს და აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ამ დღეს იმართება და ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით, გმობს ძალადობას. დღის დაარსების მე-9 წელს, 2013 წელს, ღონისძიებები გაიმართა 120 ქვეყანაში, მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება. თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, სწორედ ის დღე, როდესაც 1990 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა.

2021 წლის რუკაზე საქართველო ლგბტქი უფლებადაცვითი კუთხით არსებული 27%-იანი კოეფიციენტით, 32-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 25%-იანი ინდექსით, პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა. საქართველოს ყველაზე მაღალი, 53%-იანი კოეფიციენტი თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს კუთხით აქვს, რასაც 50%-იანი შედეგით სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცეებზე ხელმისაწვდომობა მოჰყვება, 26%-იანი კოეფიციენტი გვაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების მიმართულებით, ამას მოსდევს ოჯახური მდგომარეობის მიმართულებით არსებული 11%-იანი ინდექსი და გენდერის სამართლებრივად აღიარების კუთხით არსებული 6%-იანი შედეგი.

 (WISG) ახალი, მასშტაბური კვლევა  — წინარწმენიდან თანასწორობამდე გამოაქვეყნა, რომელიც ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების შესახებ 2016 წლის კვლევის ანალოგიურია და საზოგადოებრივი განწყობების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამოკითხვას ემყარება, საზოგადოებრივი განწყობები პოზიტიურად იცვლება.

25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს, ხოლო მსგავს შეზღუდვას მიუღებლად 27,1% თვლის. ამასთან, 20,6%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც ლგბტქი თანასწორობის საკითხებზე საუბარი პროპაგანდად მიაჩნიათ.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 38,6% მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს, 30,7%-ის აზრით, სახელმწიფოს რეაგირება სათანადოა. ისევ მკვეთრად ნეგატიურია საზოგადოების განწყობა აქტივისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა გაუმჯობესება ამ მიმართულებითაც აშკარაა და ნეგატიური განწყობა 20%-ით 56,8%-მდეა შემცირებული. ამასთან, 25,4%-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ თუ საზოგადოება ხმამაღლა არ დააფიქსირებს, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა, ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ისევ წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობაზე საუბრობს
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics