15:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 11:31:04, 2268 ნახვა

ომი უკრაინაში
ირინა ვერეშჩუკი - უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აზოვსტალიდან 60 ადამიანის გამოყვანის შესახებ

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის მხარესთან, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" შენობაში მყოფი 60 ადამიანის შესაძლო ევაკუაციაზე,სადაც საუბარია ექიმებსა და მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებზე.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ, რადგან რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან. ასე რომ, ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, რომელთა რაოდენობაც 60-ია,“ - განაცხადა ვერეშჩუკმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები უკვე ჩაერთნენ აზოვსტალში განლაგებული უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ირწმუნება, რომ ქარხნის გათავისუფლების ოპერაციას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ჯარის დიდი რაოდენობა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ათასი მებრძოლი იმყოფებოდეს, რომელთაგან ნახევარი მძიმედ დაიჭრა.

12 მაისს კი დაიწყო მოლაპარაკებები, 38 მძიმედ დაჭრილი მებრძოლის გასათავისუფლებლად. ხოლო 13 მაისს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს სთავაზობდა უკრაინული მებრძოლების აზოვსტალის ქარხნიდან გაყვანის სხვადასხვა მექანიზმებს,





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics