07:27 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 13:17:03, 1499 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესაში რუსებთან თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საკუთარ თავს პუტინს უწოდებდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში დააკავეს დამპყრობლებთან თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც მობილურ აპლიკაციებში თავს ვლადიმერ პუტინს უწოდებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოდესის ოლქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა განუცხადა.

მისივე თქმით, 12 მაისს კურსკაიას ქუჩაზე მოპედი გააჩერეს, რომლის მძღოლმაც ეჭვი გამოიწვია. ჩხრეკის შემდეგ, მამაკაცის ტელეფონზე აღმოაჩინეს უამრავი "ტელეგრამ" არხი აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერის პროპაგანდით, ისევე როგორც რუსული მედია.

 

უკრაინის საპატრულო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მამაკაცი ყველა მობილურ აპლიკაციაში საკუთარ თავს "ვლადიმერ პუტინს" უწოდებდა. ბრალდებულს შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ.

როგორც უკრაინული იტყობინება, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცდილობდა გამოეყენებინა კრიმინალები ოდესის რეგიონში სიტუაციის შერყევის მიზნით. სამართალდამცავებმა მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics