13:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-13 10:42:56, 1084 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ქალაქ რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ განსაზღვრულ ვალდებულებებს საწარმოების უმეტესობა შემუშავებული გეგმის მიხედვით ახორციელებს.

„მოქმედი კანონმდებლობა საწარმოებს ავალდებულებს, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი განახორციელონ და საწარმოები შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვონ, რაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს. საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე უკვე განხორციელებული ღონისძიებები განვიხილეთ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა დაწყებული სამუშაოები სრულად უნდა შესრულდეს. საწარმოებმა კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება უნდა შეასრულონ. ჩვენ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მარიანა მორგოშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ასოციაციის წევრი კომპანიები კანონმდებლობით არსებული ვალდებულებების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

„კომპანიები აღსრულების ეტაპზე არიან და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. იმედი გვაქვს, რომ ახალი სისტემა ზაფხულში უკვე ფაქტობრივად ყველა კომპანიას ექნება დანერგილი, რის საფუძველზეც საწარმოები გარემოსდაცვით ნორმებში ჩაჯდებიან“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

„ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოების უმეტესობას ვალდებულებების შესრულება დაწყებული აქვთ. მეწარმეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქ რუსთავში, საწარმოების მონიტორინგი რამდენჯერმე განახორციელა, რომლის ფარგლებში, ოთხი მსხვილი კომპანია შემოწმდა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და დაწესებული ვალდებულებების შესწავლა მოხდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics