|
2022-05-12 13:47:23, 1610 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტი, შესაძლოა, ბირთვულ ომში გადაიზარდოს
რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, ის შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში, რაც კატასტროფული სცენარი იქნება ყველა მხარისთვის- რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრობს. მედვედევის თქმით, ნატო-ს მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ჯარისკაცების გაგზავნა და რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნების ჩატარება კონფლიქტის საფრთხეს ზრდის. „ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება, მისი ჯარების მომზადება დასავლური აღჭურვილობის გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების გაგზავნა და ალიანსის ქვეყნების მიერ წვრთნების ჩვენს საზღვრებთან ჩატარება, ზრდის ნატოს შორის პირდაპირი და ღია კონფლიქტის ალბათობას. ასეთი კონფლიქტს ა სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი ახლავს. ეს ყველასთვის კატასტროფული სცენარი იქნება“, - განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, უცხოელი ანალიტიკოსები ნატოსა და რუსეთს შორის შესაძლო ომზე საუბარს არ წყვეტენ და მათი ცინიზმი სულ უფრო მკვეთრი ხდება. "უცხოელები ცდილობენ დღის წესრიგში დადონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი „ატომური კონფლიქტით აშინებს მსოფლიოს მოვუწოდებ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, დაფიქრდნენ თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგებზე“-წერს მედვედევი. მედვედევმა ბირთვული ომის ალბათობა. მარტში, რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა, პოლიტიკოსმა თქვა , რომ "არავის სურს ომი", მაგრამ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე ყოველთვის არსებობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული ჯარების მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელია, რადგან ის "არ შეესაბამება სპეცოპერაციის ამოცანებს". მისი თქმით, რუსული მხარე მტკიცედ იცავს იმ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც „ატომურ ომში გამარჯვებული არავინაა"
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)