14:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-12 13:01:56, 1992 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი - ვერ ვამჩნევ, როგორ შეგვიძლია ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება

ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო რისკავს 2014 წლის გამეორებას, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და თუ უკრაინელები ახლა პუტინთან რაიმე სახის გარიგებას დადებენ, ისინი რისკავენ, ის ზუსტად იგივეს გააკეთებს და მათ ეს იციან.

გარდა ამისა, კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა პუტინის დაბრუნება გლობალურ ასპარეზზე, თუ ის მოინანიებდა, ჯონსონმა უპასუხა: „მონანიება ახლა ძალიან რთული იქნება ვლადიმირ პუტინისთვის. ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ მე უბრალოდ, ვერ ვამჩნევ, როგორ შეგვიძლია ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება“.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics