12:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 21:18:04, 1415 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ელჩი პრაღაში - ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი ავრცელებს.

მისივე თქმით, ისინი სრულ მხარდაჭერას უკრაინას უცხადებენ.

" ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მიღებული რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მუდმივ მიწოდებას და უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. მადლობა ! " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics