03:57 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 12:54:44, 872 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობს

შეერთებული შტატების სენატმა დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს. - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

დოკუმენტს ორივე პარტიის სენატორები, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინდსი გრეჰემი ლობირებდნენ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სენატი რუსეთის მთავრობის ქმედებებს ვლადიმერ პუტინის მეთაურობით ტერორისტულ აქტებად მიიჩნევს და მოუწოდებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

„ეს აღიარება (ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის - რედ.) მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის კანონმდებლობაში. ასეთი აღიარებით მხოლოდ ოთხი ქვეყანაა: კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ვცდილობთ, რუსეთი ამ სიაში შევიტანოთ, რომ მეხუთე იყოს. ეს არის კომპანია, რომელთანაც ის (რუსეთი) უნდა იყოს დაკავშირებული. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმები და ისინი არ აკეთებენ სიკეთეს“, - განაცხადა რეზოლუციის პრეზენტაციაზე მისმა თანაავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მშიშრად მიიჩნევს, რომელიც ებრძვის ბავშვებს, ხოლო რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics