11:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 17:16:49, 1437 ნახვა

სამართალი
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ქ. ქუთაისში, ბრალდებულებმა გ.ქ.-მ და ლ.გ.-მ ხალხმრავალ ადგილას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ერთმანეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რა დროსაც ერთ-ერთმა გამვლელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.  

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2021 წლის 3 ივლისს, ხოლო გ.ქ. 15 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics