10:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 14:13:51, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი, უკრაინაში ჩავიდა და გენერალურ პროკურ ირინა ვენედიქტოვას შეხვდა. ბერბოკი გერმანიის მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენელია, რომელიც ქვეყანას რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ეწვია.

მედიის ცნობით,გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩას ეწვია . ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. 

"საგარეო საქმეთა მინისტრის  პირველი გაჩერება კიევის მახლობლად მდებარე ქალაქი ბუჩა იყო. ბაერბოკი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა."- წერს უცხოური მედია.

ვიზიტამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისა და მთელი ევროპის  დაცვაზე პასუხისმგებელია  , რაც ცხადი უნდა იყოს რუსეთისთვის. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებს ეს გერმანიისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მან დასძინა, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდება აუცილებელი ღონისძიებაა საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი უარყოფს ბუჩაში რაიმე დანაშაულის ჩადენას, მიუხედავად იმისა, რომ ასობით უკრაინელი მოკლეს, როდესაც ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო ერთი თვის განმავლობაში. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ეკლესიაში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics