10:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 10:13:37, 1423 ნახვა

ომი უკრაინაში
იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომელიც 130-ზე მეტ ადამიანსა და 70 კომპანიას შეეხო

იაპონიის მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელიც 130-ზე მეტ ადამიანსა და 70 კომპანიას შეეხო.

იაპონიის სანქცირებულთა სიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, LDNR-ის ლიდერები, ასევე ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს ნათესავები.

იაპონიის მთავრობამ ასევე შემოიღო მთელი რიგი საექსპორტო შეზღუდვები. სანქციები შეეხება კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სექტორთან, მათ შორის Almaz-Antey და Tactical Missile Corporation.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიშიდა ფუმიომ 20 აპრილს განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობა უკრაინას 300 მილიონი დოლარის სესხს გაუგზავნის, ასევე  გამოუგზავნის სადაზვერვო თვითმფრინავებს , გაზის ნიღბებს და სხვა დამცავ აღჭურვილობას ქიმიური იარაღის შეტევის შემთხვევაში.

პოლიტიკოსის თქმით, უკრაინაში ომის გამო, ტოკიო  წლის ბოლომდე გადახედავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას  და კიდევ ორ ძირითად დოკუმენტს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

გარდა ამისა, იაპონია დაუბრუნდა მკაცრ პოზიციას კურილის კუნძულების სტატუსთან დაკავშირებით. 2003 წლის შემდეგ პირველად, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  ეს ტერიტორია რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად უწოდა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics