2022-05-09 21:49:28, 1611 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - აშშ-მა უკრაინას დაპირებული იარაღის უმეტესი ნაწილი გადასცა
შეერთებულმა შტატებმა დაპირებული 90 ჰაუბიციდან უკრაინას 85-ზე მეტი უკვე გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
მათივე თქმით, 310-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ დაასრულა ჰაუბიცების შესწავლა და მიმდინარეობს კიდევ 50-ზე მეტი ჯარისკაცის წვრთნა.
შეგახსენებთ, რომ ამავე ინფორმაციით სულ მცირე 20-მა უკრაინელმა დაასრულდა წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატის Phoenix Ghost-ის გამოყენებაზე, 60-მა უკრაინელმა დაასრულა წვრთნა M113 ჯავშანტრანსპორტზე
ავტორი: ექსპრესნიუსი,