10:02 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 18:07:06, 1628 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება - რუსეთში აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ უკრაინული ПЗРК-ების გამო გაუქმდა

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი არა ამინდის, არამედ იმის გამო გაუქმდა, რომ ზოგიერთ ქალაქში მათ, შესაძლოა, გზად უკრაინული პორტაბელური საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (ПЗРК) შეხვედროდათ. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი ავრცელებს.

მათივე თქმით,  2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ღრუბლების გაფანტვისთვი" 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა, რათა სამხედრო ავიაციას უსაფრთხოდ ეფრინა.

"კრემლის ოფიციალური ვერსიით, 9 მაისს, აღნიშვნის დროს, "აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა". საინტერესოა, რომ 2020 წელს რუსული მედია წერდა, რომ რუსეთის ფედერაციამ "ღრუბლების გაფანტვისთვი" 540 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა, რათა სამხედრო ავიაციას უსაფრთხოდ ეფრინა. გასულ წელს კი ამაში 417 მილიონი რუბლი დაიხარჯა. შესაბამისად, "ცუდი ამინდის" შესახებ ისტორია მხოლოდ მანიპულაციაა, რადგან პუტინისთვის საკრალური მნიშვნელობის დღეს რუსეთისთვის 500 მილიონი რუბლის დახარჯვა პრობლემას არ წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შეფასებებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში მიდმინარე "სპეცოპერაციაზე" $500 მილიონიდან $20 მილიარდამდე ხარჯავს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვსა და სულ მცირე ორ დიდ ქალაქში გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებდა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics