04:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 13:53:40, 1187 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მიმდინარეობს მუშაობა ახალი თაობის ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად

რუსეთის ვიცე-პრემიერის,იური ბორისოვის თქმით, ქვეყანა ჰიპერბგერითი რაკეტების ახალ თაობას ავითარებს,რომელსაც შეტევის განახორციელება ნებისმიერო ადგილიდან - ხმელეთიდან, ჰაერიდან ან ზღვიდან შეუძლია.

იური ბორისოვმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იარაღი შეერთებული შტატების  მარაგებთან კონკურენციის მიზნით მუშავდება.

„მიმდინარეობს მუშაობა ახალი თაობის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად. მათი მახასიათებლებით ისინი გადააჭარბებენ წამყვანი სახელმწიფოების არსებულ და პერსპექტიულ განვითარებას. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ჰიპერბგერითი იარაღის დიაპაზონის გაზრდას,
 სიჩქარისა და სიზუსტის მატებას, ეს, რა თქმა უნდა, არის მატარებლების ადაპტაცია ახალი ტიპის იარაღზე,"- განაცხადა ბორისოვმა.

ვიცე-პრემიერმა  ასევე დაადასტურა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი მაღალი სიზუსტის რაკეტები და საბრძოლო მასალა იმისთვის, რომ  "ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებული ყველა დავალება შეასრულოს."

ახალი თაობის ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2021 წლის აგვისტოში გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics