02:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-08 19:14:11, 2346 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი - ჩვენს ქვეყანას არავის დაპყრობა არ სურს

 რუსეთის პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთს არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს, რადგან იგი "თვითკმარი სახელმწიფოა".

პატრიარქი თვლის, რომ მსოფლიოს სხვა მდიდარი ქვეყნები სუსტი და უმწეო სახელმწიფოების ეკონომიკურ ოკუპაციას ახდენენ.

"რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არ სურს არავის დაპყრობა და ოკუპაცია, არ სურს ვინმესგან რესურსების მიღება, როგორც ამას მსოფლიოს მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს - სუსტი და უმწეო ქვეყნების ეკონომიკურად ოკუპაციას ახდენენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი, ჩვენ თვითკმარი სახელმწიფო ვართ, მაგრამ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ -ჩვენი ჭეშმარიტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა მსოფლიოს ძალაუფლების ცენტრებისგან.უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც ჩვენს ოპონენტებს სურთ როგორც "პატრიარქის კიდევ ერთი მილიტარისტული გამოსვლა". ეს ყველაფერი სისულელეა,"- განაცხადა  კირილმა.

  როგორც ცნობილია, ევროკომისია პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics