08:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 16:45:30, 2877 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - ზმეინის კუნძულის სანაპიროზე კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა

უკრაინულმა Bayraktar TB2-მა კიდევ ერთი გემი გაანადგურა. სერნას პროექტის რუსული სადესანტო ხომალდი ოკუპირებული ზმეინის კუნძულის სანაპიროზე თავდასხმის შედეგად განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის გვერდზე იტყობინება.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე არც რუსეთისა და არც უკრაინის სარდლობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

„უკრაინულმა Bayraktar TB2-მა გაანადგურა კიდევ ერთი გემი. ამჯერად,  სერნას პროექტის სადესანტო გემი. მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი ზმეინის  კუნძულთან - ზღვის ფსკერზე გაიმართება."-  ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს  მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს გავრცელდა ინფრომაცია, რომ შავ ზღვაში მყოფ ფრეგატზე, „ადმირალ მაკაროვზე“ უკრაინული თავდასხმა განხორციელდა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფრომაციას არ ფლობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics