08:45 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 16:00:43, 1666 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანიის ხელისუფლებამ 9 მაისის აქციაზე რუსეთისა და უკრაინის დროშების მიტანა აკრძალა

ბერლინში, 9 მაისს, ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთისა და უკრაინის დროშებისა და ნებისმიერი სხვა სიმბოლოს მიტანა აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას გერმანიის ხელისუფლება ავრცელებს.

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

აკრძალვა წმინდა გიორგის ლენტებსა და სხვა სიმბოლოებს, მათ შორის ასოებს „Z“ და „V“ ეხება, რომლებსაც კრემლი და რუსული ჯარები უკრაინაში სამხედრო შეჭრის დროს იყენებდნენ.

„ხსოვნის აქტი, ისევე როგორც მემორიალებისა და ძეგლების პატივისცემა, დაცული უნდა იყოს რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ომის ფონზე უკრაინაში. ომმა არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტები ან დავები ბერლინში, რომელიც სცილდება დემოკრატიულ დისკურსს", - ნათქვამია ბერლინში.

უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა ბერლინის ამ გადაწყვეტილებას „უზარმაზარი სკანდალი" და "პოლიტიკური კატასტროფა" უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა.

„შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს აკრძალა უკრაინასთან დაკავშირებული დროშები. ეს არის უკრაინის პირისპირ და უკრაინელი ხალხისთვის სახეში გაწნული სილა“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდნენ, წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics