08:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 15:21:56, 2584 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლში რუსი ოკუპანტები ადგილობრივებს მიცვალებულების დაკრძალვის ნებართვას არ აძლევენ

მარიუპოლში ქალაქის გაწმენდისას თითოეული შენობის ნანგრევებში, დაახლოებით, 80-100 ადამიანის ცხედარი იპოვეს,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო Telegram-ით ავრცელებს.

ანდრიუშჩენკოს თქმით, უცნობი დაღუპულების ცხედრები ბინებში რჩება, ვინაიდან ოკუპანტები დაკრძალვის ფლებას ჯერ კიდევ არ აძლევენ. ამიტომ, ადგილობრივები ბინის შესასვლელ კარზე, არა გარდაცვალების, არამედ გვამის აღმოჩენის თარიღს წერენ.

 „ადამიანებმა ქალაქში გადაადგილება დაიწყეს და ყველა საშინელება ნახეს, სრული ნგრევა. ახლა მთლიანი სურათი მათ თვალწინაა. მათი ფსიქიკა ვერ იტანს  „რუსული სამყაროს სიხარულს". - წერს ანდრიუშჩენკო.

გარდა ამისა, მერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმისა, რომ  მარიუპოლში ადამიანური დანაკარგების ოფიციალური მაჩვენებლები არ ემთხვეოდეს რეალურს.

ამასთან, 13 აპრილს ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, იმ დროს ქალაქ მარიუპოლში უკვე დაიღუპა 20 000-დან 22 000-მდე მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics