15:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 14:16:37, 1039 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ბაქოში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქ. ბაქოში გამართულ მინისტერიალის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს,  ქიუ დონგუსს  შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა FAO-სა და საქართველოს მთავრობას შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. 

ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის მუდმივი მხარდაჭერისათვის. 

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გამორჩეულია და, ვფიქრობ, ეფექტიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს და საქართველოს ერთობლივი მიღწევების მნიშვნელობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. 

„ENPARD-ის ფარგლებში, FAO-ს მიერ განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას, სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერას. FAO-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით მზარდი პროგრესი სახეზეა. მნიშვნელოვანია, კონკურენტუნარიანი პროდუქციის ხარისხის ზრდისა და შენარჩუნების ტენდენცია. მისივე თქმით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტექნიკური და მეთოდოლოგიური მიმართულებით.“ - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

FAO-ს გენერალურმა დირექტორმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ოთარ შამუგიას სოფლის მეურნეობის სამინისტროში 16 წლიან სამუშაო გამოცდილებას. 

„თქვენი წინსვლა პროფესიული კარიერის ჩამოყალიბების ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას”,- აღნიშნა ქიუ დონგუსმა. 

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ ENPARD IV-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO საქართველოში განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს, რომლის სრული ღირებულება 10 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორთან  გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics