06:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 11:58:35, 1254 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლიდან კიდევ 500 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონია გუტერეში აცხადებს, რომ მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.

"აზოვსტალის ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან თითქმის 500 ადამიანი წარმატებით იქნა ევაკუირებული.ვიმედოვნებ, რომ მოსკოვთან და კიევთან შემდგომი კოორდინაცია გამოიწვევს ახალ ჰუმანიტარულ პაუზებს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.",- აღნიშნა გუტერეშმა. 

უკრაინის ოპერატიული შტაბის უფროსმა, ანდრი ერმაკმა გაეროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა,რომ უკრაინა აგრძელებს ყველაფერს, რათა გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები. 

”ჩვენ ჩავატარეთ რთული ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი მარიუპოლიდან და აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია",- განაცხადა ერმაკმა. 

ცნობისთვის, 1 მაისს, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო . იმავე დღეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 100-მდე ადამიანი გაემგზავრა ზაპოროჟიეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics