|
2022-05-06 11:58:08, 1130 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უნგრეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტს
უნგრეთს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტს, რომელიც მოიცავს ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, მისი დღევანდელი ფორმით,- ამის შესახებ უნგერთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული „ატომური ბომბი“ იქნება. ამასთან უნგრეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ დაინახავს ისეთ წინადადებას, რომელიც მის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში, 5 წელი, რომ ეს პროცესი დასრულდეს. 1-1,5 წელი არაფრისთვის არ არის საკმარისი“, - განაცხადა ორბანმა. გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ უნგრეთს ასევე დასჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები გადამამუშავებელ ქარხნებში და გადაზიდვის სისტემა, არარუსული ნავთობის იმპორტის დასაშვებად. „მე არ მინდა ევროკავშირთან დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს,“- დასძინა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე უნგრეთმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის აკრძალვას მხარს არ დაუჭერდა და ემბარგოს დაწესების შემთხვევაში სრულად განადგურდებებოდა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)